რეალიც გამოირიცხა და ბარსელონაც — რაიოლამ პოგბას ახალი კლუბი უკვე შეურჩია?!
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ ახალი კლუბი შეურჩია.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, 28 წლის ფრანგის წარმომადგენელს სურს, რომ მისი კლიენტი "პსჟ"-ში გადავიდეს და არა "იუვენტუსში".
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელებსა და პარიზელებს პოგბას ხელში ჩაგდება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ.
"ეშმაკუნების" სუპერვარსკვლავს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბს თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ უთანხმდება.
ამასთანავე, აქამდე დაიწერა, რომ პოგბას გადაბირებით აღარც მადრიდის "რეალი" ინტერესდება და არც კატალონიის "ბარსელონა".
მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ნახევარმცველმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა.
პოგბა ბარსელონაში არ გადავა — ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხავიმ ტრანსფერზე უარი თქვა