"მესისთან დუელი ჩემთვის დიდი პატივია", - ლევანდოვსკი ოქროს ბურთზე საუბარს არ ეშვება
"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "ოქროს ბურთის" შესახებ ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წელს "პსჟ"-ს შემტევმა, ლიონელ მესიმ დაისაკუთრა.
"ყველამ ვიცით, რომ მესი სახელგანთქმულია. ვიცით, რასაც მიაღწია. მასთან ერთად მწვერვალზე ყოფნით ვამაყობ. მესისთან დუელი ჩემთვის დიდი პატივია".
"ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. ერთის მხრივ, ამაყი ვიყავი, მეორეს მხრივ ცოტა მოწყენილი, რადგან 2020 წელს ჯილდო გააუქმეს".
"ჩემს მიერ მოგებული ტიტულების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ნომინაციაში "ბაიერნის" სხვა ფეხბურთელების ადგილიც იქნებოდა", - თქვა პოლონელმა Bild-თან საუბრისას.
მოგეხსენებათ, 2020 წელს "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში პირველი ადგილი არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დაიკავა, ხოლო პოლონელი მეორე პოზიციას დასჯერდა.