ავტორიზაცია

კარაგერი: "არ მესმის, რატომ გადაიხადა სიტიმ გრილიშში ამხელა ფული, როცა საუკეთესო ინგლისელი შემტევი ჰყავს"

კარაგერი: "არ მესმის, რატომ გადაიხადა სიტიმ გრილიშში ამხელა ფული, როცა საუკეთესო ინგლისელი შემტევი ჰყავს"
თარიღი 20 დეკ 2021, 11:58

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ სიტის" შემტევებზე, ჯეკ გრილიშსა და რაჰიმ სტერლინგზე ისაუბრა.

"მედლების, გოლების, სტატისტიკის მხრივ, მათი მიღწევები შთამბეჭდავია", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Football Daily.

"მას ვაღმერთებ, ფანტასტიკური ფეხბურთელია. ახლახან ვნახე სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მესიმ და აგუერომ გაიტანეს გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ სტერლინგზე მეტი. ამასთანავე, ტრავმას პრაქტიკულად არ იღებს - აი, კიდევ რა მომწონს მასში".

"ამ დროისთვის საუკეთესო ინგლისელ შემტევად მივიჩნევ, კეინს აჯობა, ვფიქრობ, ზაფხულში ბრწყინვალე იყო".

"ჯეკ გრილიშის გაკრიტიკებას არ ვაპირებ, მაგრამ არ მესმის, რატომ გადაიხადა "სიტიმ" მასში ამხელა ფული, როცა გუნდში რაჰიმ სტერლინგი ჰყავს".

"ვიცი, ამბობდნენ, რომ რაჰიმი გასულ სეზონში საუკეთესო ფორმაში არ გახლდათ, მაგრამ ზედიზედ 3-4 სეზონი მინიმუმ 20 გოლი გაჰქონდა, ერთხელ 31 გოლიც კი გაიტანა. ასე რომ, ვფიქრობ, რაჰიმი პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ფეხბურთელია", - დასძინა კარაგერმა.

შეგახსენებთ, "სიტიმ" გრილიში გასულ ზაფხულს "ასტონ ვილადან" იყიდა და მის სანაცვლოდ 117,5 მილიონი ევრო გადაიხადა.