ანჩელოტი: "აზარი სეზონის მეორე ნაწილში შესაძლოა რეალის მძლავრ იარაღად იქცეს"
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "კადისთან" (0:0) გამართული მატჩის შემდეგ ედენ აზარის თამაში შეაფასა.
მოგეხსენებათ, 30 წლის ბელგიელი შემტევი ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად მოგვევლინა "სამეფო კლუბის" ძირითად შემადგენლობაში.
"თამაშში ჩართვა უჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთესად მოქმედებდა. ფლანგზე თამაშს მიჩვეული არ არის, ცენტრში უფრო უკეთესად გამოსდის".
"სეზონის მეორე ნაწილში ჩვენთვის შეიძლება მძლავრ იაღად იქცეს", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.
მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.