ავტორიზაცია

ლეონარდო: "პარი სენ ჟერმენი არც ზიდანს დაკავშირებია და არც რომელიმე სხვა მწვრთნელს"

ლეონარდო: "პარი სენ ჟერმენი არც ზიდანს დაკავშირებია და არც რომელიმე სხვა მწვრთნელს"
თარიღი 20 დეკ 2021, 13:40

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.

აქამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, პარიზულმა კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლოა მაურისიო პოჩეტინო დაითხოვოს და ზინედინ ზიდანი დანიშნოს.

"ზინედინ ზიდანს ან რომელიმე სხვა მწვრთნელს არასოდეს დავკავშირებივართ", - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს L'Equipe.

"ამასთანავე, ზიდანთან მოლაპარაკებები პოჩეტინოს დანიშვნამდეც არ გაგვიმართავს", - დასძინა ფუნქციონერმა.

შეგახსენებთ, 49 წლის არგენტინელი სპეციალისტი პარიზულ კლუბს 2021 წლის იანვრიდან უდგას და მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.