5 ფეხბურთელი, რომლის მოშორებასაც ბარსელონა ამ ზამთარს აპირებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს.
როგორც აღინიშნება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ამ გადაწყვეტილების მიზანი ფინანსური ფეირ პლეის ნორმების დაკმაყოფილებაა.
ასე და ამგვარად, კატალონიური გრანდი ფილიპე კოუტინიოს, სამუელ უმტიტის, ნეტოს, ლუკ დე იონგისა და სერჟინიო დესტის გასხვისებას გეგმავს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
ყველა ზემოთნახსენები ფეხბურთელი "ბარსას" მთავარი მწვრთნელის, ხავის გეგმებში არ შედის, ამასთანავე კლუბს კოუტინიოს, უმტიტისა და ნეტოს მოშორება მაღალი ხელფასის გამოც სურს.
რაც შეეხება დე იონგს, რომელიც "ბლაუგრანამ" გასულ ზაფხულს "სევილიადან" ერთწლიანი იჯარით დაიმატა - კლუბი ეცდება ჰოლანდიელმა სეზონის დარჩენილი ნაწილი არენდით სხვა კლუბში გაატაროს.