[EXCLUSIVE] მე-5 ტრანსფერი - ბელარუსის ნაკრების ფორვარდი დინამო თბილისში ითამაშებს
![[EXCLUSIVE] მე-5 ტრანსფერი - ბელარუსის ნაკრების ფორვარდი დინამო თბილისში ითამაშებს](http://storage.goal.ge/uploads/posts/Tpr9fU1mCGu1paf4h6ZecEJMbjHYjG5L.jpg)
ჟოდინოს "ტორპედოს" 24 წლის ბელარუსი თავდამსხმელი დმიტრი ანტილევსკი დინამო თბილისში ითამაშებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ყველაფერი შეთანხმებულია და ტრანსფერი ძალიან მალე გაოფიციალურდება. მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
დმიტრი ანტილევსკიმ გასულ სეზონში ტორპედოს მაისურით 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ახალგაზრდა შემტევი როგორც ცენტრალური, ასევე ფლანგის შეტევების პოზიციებზეც თამაშობს.
24 წლის დმიტრი ანტილევსკი ბელარუსის ნაკრების წევრია და ეროვნულ გუნდში 8 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლოს მან ეროვნულ გუნდში 2021 წლის 13 ნოემბერს, უელსთან(5-1) წაგებულ მატჩში 30 წუთით ითამაშა.
აქამდე დინამო თბილისმა უკვე დაიმატა 4 ფეხბურთელი დაიმატა: დავით კერესელიძე - მეკარე გაგრადან, გოდფრი სტეფენი - მცველი იაგიელონიადან, ოსმანე კამარა - ნახევარმცველი გორის დილადან და სტანისლავ ბილენკი - ფორვარდი დინამო ბრესტიდან.