ავტორიზაცია

რაიოლას სიტყვების შემდეგ, ჩელსი დე ლიგტისთვის ბრძოლაში გააქტიურდა

რაიოლას სიტყვების შემდეგ, ჩელსი დე ლიგტისთვის ბრძოლაში გააქტიურდა
თარიღი 21 Dec 2021, 15:55

ლონდონის "ჩელსი" "იუვენტუსის" ცენტრალური მცველის მატეის დე ლიგტის შეძენას აპირებს, იტყობინება The Sun. წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი სერიოზულად უყურებს ამ კანდიდატს დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად.

ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ სერიოზულად განაცხადა, რომ ჰოლანდიელი მცველი ახალი გამოწვევისთვის მზად იყო.

"ჩელსის" კიდევ ერთი მცველი სჭირდება, რადგან ანტონიო რუდიგერმა, სეზარ ასპილიკუეტამ და ტიაგო სილვამ შესაძლოა გუნდი მომავალ ზაფხულს მართლაც დატოვონ.

22 წლის დე ლიგტი იტალიურ გუნდს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა მას შემდეგ რაც "აიაქსიდან" 85,5 მილიონ ევროდ გადავიდა. ჰოლანდიელმა მცველმა მიმდინარე სეზონში იტალიის ლიგის 14 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ფეხბურთელს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება. Transfermarkt-ი დე ლიგტის საბაზრო ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს. 2021 წელს "იუვენტუსს" დარჩა "კალიარისთან" მატჩი, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება.

მაროტა: "საინტერესო იქნებოდა იკარდის ხილვა იუვენტუსში"