ავტორიზაცია

რაიოლა: "დე ლიგტი შეიძლება ვიხილოთ რეალში, ბარსელონაში, პსჟ-ში ან პრემიერ ლიგაში"

რაიოლა: "დე ლიგტი შეიძლება ვიხილოთ რეალში, ბარსელონაში, პსჟ-ში ან პრემიერ ლიგაში"
თარიღი 20 დეკ 2021, 22:16

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ დაასახელა ის კლუბები, რომელშიც მომავალ სეზონში შესაძლოა ვიხილოთ ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, მატეის დე ლიგტი.

"ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომელ გუნდებში უნდა წავიდეს დე ლიგტი კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. მოდით გადავხედოთ სიტუაციას მოგვიანებით, ზაფხულში.

ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლა? ეს შეიძლება იყოს ბარსელონაც, მადრიდის რეალიც და პარი სენ-ჟერმენიც. დე ლიგტი მსურველების ნაკლებობას არ განიცდის", - განაცხადა რაიოლამ.

მედიის ცნობით, დე ლიგტი "იუვენტუსთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს. ტურინელები ვერ ახერხებენ ნიდერლანდელის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.