ავტორიზაცია

სატრანსფერო ჭორი ფრანგულად - პსჟ რეალს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

სატრანსფერო ჭორი ფრანგულად - პსჟ რეალს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს
თარიღი 20 დეკ 2021, 21:37

"პარი სენ-ჟერმენი" აპირებს კილიან მბაპეს კარიმ ბენზემათ ჩანაცვლებას, როდესაც კილიანი 2022 წელს მადრიდის "რეალში" გადავა - ამის შესახებ იტყობინება Fichajes.

ამისთვის პარიზული კლუბი მაურისიო პოჩეტინოს ნაცვლად ზინედინ ზიდანის დანიშვნას გეგმავს, რადგან არგენტინელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავეში ჩადგომას გეგმავს.

არსებობს მოსაზრება, რომ ზიზუ შეძლებს ბენზემას დარწმუნებას კარიერის "პარი სენ-ჟერმენში" გაგრძელების თაობაზე. კარიმის ამჟამინდელი კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წელს ეწურება.

ეს იმას ნიშნავს, რომ "პსჟ"-ს მოუწევს ფულის გადახდა მის მისაღებად, თუ მადრიდელები მზად იქნებიან თავიანთი თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერის განსახილველად. კარიმ ბენზემამ ამ სეზონში 22 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

ანჩელოტი: "აზარი სეზონის მეორე ნაწილში შესაძლოა რეალის მძლავრ იარაღად იქცეს"