2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა - დინამო თბილისის ფეხბურთელი დინამო ბათუმში ითამაშებს

30 წლის სერბი ნახევარმცველი მილან რადინი კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. შავზღვისპირულმა კლუბმა რადინს 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმებინა.
მილან რადინი 2020 წლის სეზონში დინამო თბილისში თამაშობდა, სადაც 31 მატჩში მიიღო მონაწიელობა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ბათუმის დინამოსთვის ახალ სეზონისთვის მზადების პროცესში ეს მე-2 ტრანსფერია: გია გეგუჩაძემ გორის დილადან ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა.