ავტორიზაცია

დორტმუნდს ჰოლანდის 2023 წლამდე დატოვება სურს, რეალი ფიქრობს რომ ეს ვარიანტი იდეალურია

დორტმუნდს ჰოლანდის 2023 წლამდე დატოვება სურს, რეალი ფიქრობს რომ ეს ვარიანტი იდეალურია
თარიღი 21 Dec 2021, 21:19

დორტმუნდის „ბორუსიას“ სურს დაარწმუნოს ერლინგ ჰოლანდი, რომ გუნდში 2023 წლამდე დარჩეს.

AS-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, „დორტმუნდის“ გენ დირექტორი ჰანს-იოაჰიმ ვაცკე მინო რაიოლას შეხვდა, თუმცა ამან ნორვეგიელი ფეხბურთელის მომავალს ნათელი ვერ მოჰფინა. სულ მალე „,ბორუსიას“ ხელმძღვანელობა სიტუაციის გასარკვევად თავად ფეხბურთელს შეხვდება.

„ბორუსიას“ სურს, რომ ჰოლანდი გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს რაიოლასთან აქვს შეთანხმება, რომ 2020-ს ზაფხულში ფეხბურთელს გაუშვებენ.

ერლინგის დასარწმუნებლად „ფუტკრები“ მზად არიან მას წლიურად 14 მილიონი ევრო გადაუხადონ. თუ ჰოლანდი ასეთ პირობებს დათანხმდება, მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც იქნება ჩაწერილი სამომავლო წასვლისთვის.

ფეხბურთელის ერთ-ერთი მსურველი ასეთ ვარიანტს იდეალურად მოიაზრებს. მადრიდულ კლუბს სურს, ჰოლანდი 2023 წელს დაიმატოს, როცა კარიმ ბენზემას კონტრაქტი ამოიწურება.

„რეალი“ ფიქრობს, რომ ბენზემას კიდევ ერთი წლის ტოპ-დონეზე ჩატარება შეუძლია, გარდა ამისა კლუბი ჰოლანდისნაირი ტრანსფერისთვის ფინანსურად უნდა მოემზადოს, რადგან კილიან მბაპეს დამატება გუნდს ფინანსურად საკმაოდ მოასუსტებს, ფრანგის ხელფასიდან გამომდინარე.