ავტორიზაცია

ზედიზედ მესამედ - ბაიერნის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა

ზედიზედ მესამედ - ბაიერნის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა
თარიღი 22 Dec 2021, 10:43

ვინგერი ლეროი სანე „ბაიერნის“ ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამის შესახებ ბავარიული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

ნოემბერში 25 წლის გერმანელმა „ბაიერნის“ მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

საინტერესოა, რომ სანე „ბაიერნის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად სექტემბერში და ოქტომბერშიც დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ 2016-2020 წლებში სანე „მანჩესტერ სიტიში“ ასპარეზობდა, რომელშიც „შალკედან“ გადავიდა. მისი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2025 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული, Transfermarkt კი ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ბაიერნი“ უპირობოდ ლიდერობს და უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს.