40 მატჩით ნაკლებში - ალეგრიმ სერია ა-ში ისტორიული შედეგი გაიმეორა
„იუვენტუსის“ 54 წლის იტალიელი სპეციალისტი, მასიმილიანო ალეგრი, „კალიარისთან“ (2:0) მოგებით, იტალიის ჩემპიონატში სტატისტიკური მიღწევით გამოირჩა.
როგორც წყარო იუწყება, ალეგრისთვის ეს გამარჯვება სერია ა-ში 252-ე გამოდგა, რითაც სხვა იტალიელ ექს-მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს გაუტოლდა.
OptaPaolo-ს ინფორმაციით, კაპელოს ამ ნიშნულის მისაღწევად 40 მატჩით მეტის ჩატარება დასჭირდა.
ალეგრის დებიუტი სერია ა-ში 2008/09-სეზონში შედგა და მას შემდეგ, მან ჩემპიონატში სხვა ყველა მწვრთნელზე მინიმუმ 60 მატჩით მეტი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ 2019-2021 წლებში პაუზა ჰქონდა აღებული და მწვრთნელად საერთოდ არ მუშაობდა.
სერია ა-ში ალეგრიმ 26 მატჩი „კალიარისთან“ ერთად მოიგო, 74 – „მილანთან“ ერთად, 152 კი - „იუვენტუსთან“.