ავტორიზაცია

ტოლისოს გარემოცვა ფიქრობს, რომ ფრანგი რეალში ან პრემიერ ლიგის კლუბში გადავა

ტოლისოს გარემოცვა ფიქრობს, რომ ფრანგი რეალში ან პრემიერ ლიგის კლუბში გადავა
თარიღი 22 დეკ 2021, 15:09

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველი, კორანტენ ტოლისო შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადაბარგდეს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, ფეხბურთელის გარემოცვა ფიქრობს, რომ ფრანგი "სამეფო კლუბში" ან პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გუნდში გადავა.

ცნობისთვის, 27 წლის შუახაზელს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელება არ უნდა.

ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციით, ტოლისოთი "პსჟ", "ატლეტიკო", "ტოტენჰემი" და "იუვენტუსიც" ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში კორანტენმა "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.