ავტორიზაცია

"შეუძლია დიდი საერთაშორისო ფანჯრის ნაწილი გახდეს", - აფრიკის თასს ზამთარში აღარ ჩაატარებენ?

"შეუძლია დიდი საერთაშორისო ფანჯრის ნაწილი გახდეს", - აფრიკის თასს ზამთარში აღარ ჩაატარებენ?
თარიღი 22 დეკ 2021, 15:31

აფრიკის ერთა თასი შესაძლოა არა შუა ზამთარში, არამედ შემოდგომაზე გაიმართოს, იტყობინება ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო.

"ახლა ევროპულ კლუბებს ესმით, რომ ვალდებულები არიან ფეხბურთელები აფრიკის ერთა თასზე გაუშვან. ვფიქრობთ, ეს ამ ტურნირს შეუძლია დიდი საერთაშორისო ფანჯრის ნაწილი გახდეს, ჩატარდეს შემოდგომაზე და არა იანვარ-თებერვალში".

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არგუმენტების ოპოზიციისთვის მიწოდება და ერთად მუშაობა იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება ყველაზე უკეთესი", - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს TACC.

აფრიკის ერთა თასი კონტინენტის ყველაზე დიდი საერთაშორისო ტურნირია ნაკრებებს შორის და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

გასულ წელს ტურნირი 2022 წლის დასაწყისისთვის გადაიდო და 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე კამერუნში გაიმართება.