არსენალის ყოფილი ფეხბურთელი: "არტეტამ გუნდიდან "მკვდარი ტვირთი" მოიშორა"
"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რეი პარლორმა მიმდინარე სეზონში "მეთოფეთა" თამაშის ხარისხთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ვფიქრობ, ახლა გასახდელი არტეტას მხარესაა. ვიცი, ობამეიანგის ისტორია დიდ მოვლენად იქცა, გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოკვეთეს, დავინახე, რომ გუნდი პოზიტიურადაა განწყობილი. პრობლემები შეიძლება ისეთ გავლენიან ფეხბურთელებთანაც წარმოიშვას, როგორიც ობამეიანგია".
"არტეტას ძალიან ახალგაზრდა გუნდი ჰყავს. ახალგაზრდებმა ობამეიანგს არ უნდა უყურონ და იფიქრონ, რომ ხელიდან მიდის".
"არტეტამ გუნდიდან "მკვდარი ტვირთი" მოიშორა, გააგდო ისინი, ვისი დანახვაც არ უნდოდა. ახლა დაცვაში 22-24 წლის ბიჭები თამაშობენ, ამასთანავე უდიდეს როლს თამაშობს რამსდეილი. თუ "ევერტონთან" მატჩს არ ჩავთვლით, გუნდს ყველაფერი რიგზე აქვს".
"ყველა მწვრთნელმა იცის, რომ ფეხბურთში ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. თუ "არსენალი" ზედიზედ ხუთ თამაშს წააგებს და მე-10 ადგილამდე დაქვეითდება, ხალხი კვლავ მოითხოვს არტეტას გათავისუფლებას. ასე უნდა გააგრძლოს. თუ "არსენალი" სეზონს მე-4 ადგილზე დაასრულებს, ეს წარმოუდგენელი იქნება".
"ახლა სწორედ ამ ზონაშია. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მესმის, მაგრამ პროგრესი სახეზეა, როგორც კავშირი გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის", - განუცხადა პარლორმა Talksport-ს.