ავტორიზაცია

მანჩესტერის ექს-მცველი: "რონალდუ გუნდისთვის პრობლემას წარმოადგენს? ეს სრული სისულელეა"

მანჩესტერის ექს-მცველი: "რონალდუ გუნდისთვის პრობლემას წარმოადგენს? ეს სრული სისულელეა"
თარიღი 22 დეკ 2021, 16:54

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, მიკაელ სილვესტრმა მიმდინარე სეზონში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

"კომენტარები იმაზე, რომ გუნდისთვის პრობლემას წარმოადგენს, სრული სისულელეა. შეხედეთ საშუალო შედეგიანობას, შექმნილი მომენტების რაოდენობას".

"გუნდის დახმარება, ტიტულების მოგება უნდა. კარიერის დასრულების წინ არა დასასვენებლად, არამედ დიდი გამოწვევის მისაღებად მოვიდა, იმაზე დიდი გამოწვევის, ვიდრე წინა კლუბებში ჰქონდა".

"ემიუდან" ისე წავიდა, როგორც "ოქროს ბურთის" მფლობელი, პრემიერ ლიგის გამარჯვებული, ტოპ-ფეხბურთელი. იცოდა, რომ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით იქნებოდა კითხვები იმის შესახებ, თუ რისი მიცემა შეუძლია გუნდისთვის, მაგრამ ბუნებით ლიდერია".

"კაპიტნის სამკლაური არ უკეთია, მაგრამ გუნდს ხელმძღვანელობს და ის ყველაფერი, რაც ამ დროისთვის გაკეთებული აქვს, დადებითად შეიძლება შეფასდეს", - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Daily Star.