ავტორიზაცია

"სულელია ის, ვინც თვლის, რომ რონალდუს რანგნიკთან გაუჭირდება", - ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

"სულელია ის, ვინც თვლის, რომ რონალდუს რანგნიკთან გაუჭირდება", - ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
თარიღი 20 დეკ 2021, 21:56

GiveMeSport-თან საუბრისას, "შეფილდ უენსდეის" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, კარლტონ პალმერმა თქვა: "უბრალოდ, სისულელეა ვივარაუდოთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს რალფ რანგნიკთან გაუჭირდება".

რონალდუ 36 წლისაა და ეს სულახ არ არის სიბერე, თუ კარგ ფორმაში ხარ. 4-3-3 რომ ეთამაშათ, მცველებს უნდა დაედევნა? არა, რონალდუ ამისთვის არ არის მანჩესტერში.

გოლების გასატანად მოვიდა, მას ნამდვილად შეუძლია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, საჯარიმოში წასვლა. არ მესმის მთელი ეს სისულელე, რასაც ახლა რონალდუზე ამბობენ.

ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია", - განაცხადა პალმერმა. თავდაპირველი შეშფოთების მიუხედავად, რონალდუ აგრძელებს მნიშვნელოვანი როლის თამაშს "ოლდ ტრაფორდზე", რანგნიკის სისტემაში.