ავტორიზაცია

მესი თუ რონალდუ? — რობერტ ლევანდოვსკის საინტერესო პასუხი ჟურნალისტს

მესი თუ რონალდუ? — რობერტ ლევანდოვსკის საინტერესო პასუხი ჟურნალისტს
თარიღი 22 დეკ 2021, 17:21

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

– მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია?

"მას შემდეგ, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი, მესი და რონალდუ დანარჩენებზე მაღლა იდგნენ. მათ შორის მუდმივი კონკურენცია იყო. აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის ფეხბურთელები გირჩევნიათ".

"კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. რონალდუს შრომისმოყვარეობას პატივს ვცემ. მესისთვის ყველაფერი მარტივად ჩანს. ვფიქრობ, კრიშტიანუს წარმატების მისაღწევად უფრო მეტი შრომა მოუწია", - ციტირებს პოლონელის სიტყვებს Bayern & Germany.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამჟამად "პსჟ"-ს ღირსებას იცავს, ხოლო 36 წლის პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხება.