ავტორიზაცია

ჰოლანდი და ბენზემა სკამზე — 2021 წლის ევროპის სიმბოლური ნაკრები IFFHS-ის ვერსიით

ჰოლანდი და ბენზემა სკამზე — 2021 წლის ევროპის სიმბოლური ნაკრები IFFHS-ის ვერსიით
თარიღი 22 Dec 2021, 17:50

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წლის ევროპის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა.

ასე და ამგვარად, შემადგენლობაში მოხვდნენ მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებიც უეფას წევრ ქვეყნებს წარმოადგენენ.

სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა ("მილანი" / "პსჟ", იტალიის ნაკრები);

მცველები - ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი (ორივე - "იუვენტუსი", იტალიის ნაკრები), რუბენ დიაში ("მანჩესტერ სიტი", პორტუგალიის ნაკრები), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი", იტალიის ნაკრები);

ნახევარმცველები – ნგოლო კანტე ("ჩელსი", საფრანგეთის ნაკრები), კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი", ბელგიის ნაკრები), ჟორჟინიო ("ჩელსი", იტალიის ნაკრები);

თავდამსხმელები - კილიან მბაპე ("პსჟ", საფრანგეთის ნაკრები), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", პოლონეთის ნაკრები), კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი" / "მანჩესტერ იუნაიტედი", პორტუგალიის ნაკრები).

სათადარიგო - მანუელ ნოიერი ("ბაიერნი", გერმანიის ნაკრები), ჟოაო კანსელო ("მანჩესტერ სიტი", პორტუგალიის ნაკრები), ერლინგ ჰოლანდი ("დორტმუნდი", ნორვეგიის ნაკრები), ანტონიო რუდიგერი ("ჩელსი", გერმანიის ნაკრები), კარიმ ბენზემა ("რეალი", საფრანგეთის ნაკრები), ბრუნო ფერნანდეში ("მანჩესტერ იუნაიტედი", პორტუგალიის ნაკრები), ტომას მიულერი ("ბაიერნი", გერმანიის ნაკრები).

სიმბოლური ნაკრების მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი ("ჩელსი") დასახელდა.