ლევანდოვსკი: "ჯერ კიდევ მშიერი ვარ — როცა ტიტულს ვიგებ, მინდა ისევ დავისაკუთრო"
"ბაიერნისა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რისი მიღწევა სურს მომავალში.
"პოლონეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება რთულია, რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩემი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ", - აცხადებს 33 წლის ფორვარდი.
"მაგრამ ჯერ კიდევ მშიერი ვარ - როცა ტიტულს ვიგებ, მინდა ისევ დავისაკუთრო. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგა. ამისათვის ყოველდღე ვმუშაობ".
– შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალში "ოქროს ბურთი" დაისაკუთროთ?
"მთელი საქმე წვრილმანებშია, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს. შემიძლია მოგცეთ იმის გარანტია, რომ ჩემი საქმის კეთებას და საუკეთესო შედეგების ჩვენებას გავაგრძელებ", - განაცხადა ლევანდოვსკიმ Bild-თან ინტერვიუში.