არსენალი მზადაა ობამეიანგი ამ ზამთარსვე გაყიდოს — სად გააგრძელებს კარიერას გაბონელი?
"არსენალის" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
ლონდონური კლუბი მზად არის გაბონელი, რომელსაც აქამდე დისციპლინის დარღვევის გამო კაპიტნობა ჩამოართვეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე გაყიდოს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, 32 წლის ფეხბურთელთან სიტუაცია შესაძლოა დალაგდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, კლუბი მას გაყიდის, თუ სარფიან წინადადებას მიიღებს.
ცნობისთვის, პიერ-ემერიკი "მეთოფეთა" ღირსებას 2018 წლის იანვრიდან იცავს, გუნდს იგი "დორტმუნდიდან" 63,75 მილიონ ევროდ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.