ფინანსური მხარეც გაირკვა — ფერან ტორესის ბარსელონაში ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია
"ბარსელონამ" და "მანჩესტერ სიტიმ" გარემარბ ფერან ტორესის ტრანსფერის პირობები შეათანხმეს.
ასე და ამგვარად, კატალონიური გრანდი 21 წლის ფეხბურთელში დაახლოებით 55 მილიონ ევროს გადაიხდის, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ფერანის "ბარსაში" ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი "სიტის" ღირსებას 2020 წლის აგვისტოდან იცავს, გუნდს იგი "ვალენსიადან" შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ფერან ტორესმა "ქალაქელთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.