ავტორიზაცია

ბერბატოვი: "თუ კავანის ბარსელონასგან წინადადება აქვს, იქ გადასვლა ნამდვილად უღირს"

ბერბატოვი: "თუ კავანის ბარსელონასგან წინადადება აქვს, იქ გადასვლა ნამდვილად უღირს"
თარიღი 22 დეკ 2021, 19:22

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის აზრით, "ეშმაკუნების" ფორვარდს, ედინსონ კავანის "ბარსელონაში" გადასვლა უღირს.

"მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში კავანი ცუდი არ ყოფილა, მაინც ცოტას თამაშობს. როცა გუნდში კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ფეხბურთელი მოდის, უმალვე მთელ ყურადღებას იპყრობს, ყველა მატჩში მოედანზე გადის".

"თუ კავანის ნამდვილად აქვს წასვლის შანსი, თუ ნამდვილად აქვს "ბარსელონას" წინადადება, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ კლუბში გადასვლაზე იფიქრებს".

"ტრანსფერზე დათანხმების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მხარს დავუჭერ და ვიტყვი: "წადი იქ და ითამაშე. შესანიშნავი ტრანსფერი და შესანიშნავი ფულია, 24 წლის აღარ ხარ", - ციტირებს ბერბატოვის სიტყვებს Goal.com-ი.

2021/22 წლების სეზონში კავანიმ "ეშმაკუნების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ურუგვაელი და "ბარსელონას" ხელმძღვანელობა პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმდნენ.