მიზეზი, რის გამოც კომანის ბაიერნიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია
"ბაიერნი" გარემარბ კინგსლი კომანთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. Sport Bild-ის ცნობით, ფეხბურთელს, რომელიც ახლა მიუნხენში წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ევროს იღებს, ახალი კონტრაქტით წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
"ბაიერნი" ფრანგისთვის 15 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს. მიუნხენურ კლუბში მხოლოდ გუნდის აბსოლუტური ლიდერები იღებენ წელიწადში 20 მილიონ ევროს.
ესენი არიან მანუელ ნოიერი, ტომას მიულერი, ლეროი სანე და ჯოშუა კიმიხი. ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ოდნავ მაღალი ხელფასი აქვს - ის წელიწადში 24 მილიონ ევროს იღებს.
"ბაიერნი" აღიარებს, რომ კომანი უმაღლეს დონეზე თამაშობს, მაგრამ კლუბი იმედგაცრუებულია ფეხბურთელის ტრავმიანობის გამო. 25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ბაიერნში" ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.