ავტორიზაცია

მანჩესტერი პოგბას გაშვებაზე თანახმაა, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში

მანჩესტერი პოგბას გაშვებაზე თანახმაა, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში
თარიღი 22 Dec 2021, 20:45

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში ნახევარმცველის პოლ პოგბას გაყიდვას არ გეგმავს, იტყობინება ESPN. ფრანგის კონტრაქტი ძალაშია 2022 წლის ზაფხულამდე და მას უფლება აქვს, იანვარში დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა კლუბში გადასვლაზე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ნახევარმცველზე წინადადებებს ზამთარში მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ის დაადასტურებს, რომ მოქმედ ხელშეკრულებას არ გააგრძელებს.

ამ დროისთვის კლუბს ასეთი ინფორმაცია არ აქვს და შედეგად, გამომდინარეობს იქიდან, რომ პოგბა სეზონის ბოლომდე უნდა იყოს კლუბში და დაყოლიებული იქნას ახალ კონტრაქტზე.

28 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო ნოემბრის დასაწყისიდან არ უთამაშია, მაგრამ მას გადაწყვეტილი აქვს იმუშაოს ახალ მთავარ მწვრთნელთან, რალფ რანგნიკთან. მიმდინარე სეზონში პოგბამ პრემიერ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და 7 საგოლე პასი გააკეთა.