ავტორიზაცია

შირერი: "ლივერპულს სალაჰის და მანეს აფრიკის თასზე გაშვება ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდება"

შირერი: "ლივერპულს სალაჰის და მანეს აფრიკის თასზე გაშვება ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდება"
თარიღი 22 დეკ 2021, 21:34

"ნიუკასლის" ყოფილი ფორვარდი, ალან შირერი თვლის, რომ აფრიკის თასზე მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს მონაწილეობა "ლივერპულს" სერიოზულად დააზარალებს.

"თუ ტურნირი გაიმართება, მაშინ სალაჰს და მანეს პრემიერ ლიგის მხოლოდ 2 მატჩის გამოტოვება შეუძლიათ ან შესაძლოა 3-4. ტიტულისთვის ასეთ რთულ რბოლაში ეს შეიძლება საკმარისი იყოს ჩემპიონობის დასაკარგად.

საუბარია გუნდის მთავარ ვარსკვლავებზე, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი გოლებით გადაწყვიტონ მატჩების ბედი - ახლა კი წავლენ, ალბათ, თითქმის ერთი თვით.

სალაჰს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ჯადოქრობის შექმნა. ის ჩემთვის ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. არა მხოლოდ საუკეთესო ბომბარდირი, არამედ საუკეთესო ფეხბურთელი.

ასე რომ, მისი არყოფნა ლივერპულისთვის დანაკარგი იქნება და კონკურენტებისთვის დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ კლოპს საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ჰყავს.

სიტი საშობაოდ სათავეში ჩაუდგება ცხრილს, "ქალაქელებს" ზედიზედ რვა მოგება აქვთ, მაგრამ არა მგონია, უახლოეს მომავალში ვინმე იყოს პრემიერ ლიგის აშკარა ფავორიტი.

სხვადასხვა დროს ლივერპულიც და ჩელსიც ფავორიტები ჩანდნენ და ვფიქრობ, მალე ისევ მათ სიძლიერეზე ვისაუბრებთ", - განაცხადა შირერმა საჩემპიონო რბოლაზე.