"მესის მილიონამდე მაისურის გაყიდვა? უფრო მეტიც შეგვიძლია", - პსჟ-ს დირექტორი
ამ დროისთვის "პარი სენ-ჟერმენმა" გაყიდა თითქმის მილიონი მაისური ლიონელ მესის სახელით. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი გუნდს ამ ზაფხულს შეუერთდა.
"მესი დიდი აქტივია. კომერციულად, მისი გავლენა უბრალოდ წარმოუდგენელია. ვფიქრობ, წელს უფრო მეტი მაისური გავყიდეთ, ვიდრე მსოლფიოს ნებისმიერ სხვა კლუბში.
ეს მაისურის გაყიდვის ნამდვილად საუკეთესო პერიოდია, მოთხოვნა გაიზარდა მინიმუმ 30-40%. მოთხოვნა დიდია. კიდევ უფრო მეტი მაისურის დამზადება რომ შეგვეძლოს, უფრო მეტს გავყიდით", - თქვა "პსჟ"-ს სპონსორობის დირექტორმა, მარკ არმსტრონგმა.
მიმდინარე სეზონში 34 წლის თავდამსხმელმა "პსჟ"-ს ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. აქვე დავამატებთ, მესიმ 2021 წელს კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო.