ბაიერნი, იუვენტუსი და ატლეტიკო რივერ პლეიტის ტალანტისთვის იბრძვიან
"რივერ პლეიტის" ახალგაზრდა ნიჭიერმა თავდამსხმელმა, ხულიან ალვარესმა ევროპის მრავალი კლუბის ყურადღება მიიპყრო და ის არ გამორიცხავს, რომ ახალ კლუბში გადასვლა უკვე იანვარში მოხდეს.
Diario Ol-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "ატლეტიკო" ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ "რივერ პლეიტს", რათა განეხილათ ალვარესის შეძენის საკითხი.
ფეხბურთელის მომსახურებით "იუვენტუსიც" არის დაინტერესებული. თავად არგენტინელი თავდამსხმელის პოზიცია ევროპაში გადასვლასთან დაკავშირებით ასეთია:
"არ ვიცი, რა იქნება შემდეგ. ვნახოთ, იანვარში დავიწყებ პრესეზონს რივერ პლეიტთან, თუ რამე სხვა არ მოხდება. საუკეთესო გადაწყვეტილებას საჭირო დროს მივიღებ", - განაცხადა ალვარესმა.