ავტორიზაცია

VIDEO: ბალოტელიმ გოლის აღნიშნვისას თანაგუნდელს ფეხი თავში ჩაარტყა - დიახ, ის არ იცვლება

თარიღი 23 Dec 2021, 15:15

მარიო ბალოტელი ამჟამად თურქეთში თამაშობს: გასულ ზაფხულს მან იტალიური "მონცა" თურქეთის უმაღლესი ლიგის ახალწვეულ "ადანა დემისპორით" შეცვალა.

მარიო საერთოდ არ იცვლება: ის მაინც იგებს (2021/22 წლების სეზონის 19 თამაშში 7 გოლი გაიტანა) და უცნაურ ამბებში ერევა. ამჯერად ბალოტელიმ იზეიმა იუნუს აკგიუნის გოლი "გალათასარაის" კარში: მივარდა თანაგუნდელთან და ფეხი მას თავში ჩაარტყა.