ავტორიზაცია

"მეტოქის კართან ნამდვილი ქილერია", - პოჩეტინო პსჟ-დან იკარდის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"მეტოქის კართან ნამდვილი ქილერია", - პოჩეტინო პსჟ-დან იკარდის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა
თარიღი 23 დეკ 2021, 18:45

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გუნდის თავდამსხმელის, მაურო იკარდის შესახებ ისაუბრა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, 28 წლის არგენტინელმა პარიზელთა რიგები დატოვოს.

"ნამდვილად სურს, რომ მოედანზე მეტი დრო გაატაროს და გუნდის ვარსკვლავი იყოს, მაგრამ ჩვენთან თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს".

"თავისი უნარების წყალობით, იკარდი მეტოქის კართან ნამდვილი ქილერია. ის ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს სჭირდება", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Marca.

მიმდინარე სეზონში იკარდიმ "პსჟ"-ს მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია — მაურო იკარდი და ვანდა ნარა დიდ სკანდალში გაეხვნენ