ავტორიზაცია

ტუხელს ჩელსიში რუდიგერის შემცვლელად კიმპემბე სურს — რამდენად რეალურია ტრანსფერი?

ტუხელს ჩელსიში რუდიგერის შემცვლელად კიმპემბე სურს — რამდენად რეალურია ტრანსფერი?
თარიღი 23 დეკ 2021, 18:51

არ არის გამორიცხული, "პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა, პრესნელ კიმპემბემ კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Équipe იტყობინება, 26 წლის უკანახაზელს, რომელიც პარიზში უკვე მე-8 სეზონს ატარებს, სამუშაო ადგილის შეცვლა და საკუთარი ძალების სხვა ლიგაში მოსინჯვა სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმპემბესთვის განსაკუთრებით საინტერესო ინგლისის პრემიერ ლიგაა.

აღინიშნება, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი პრესნელს ძალიან აფასებს, ვისთან ერთადაც "პსჟ"-ში 2018 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა.

გერმანელ სპეციალისტს ლონდონურ კლუბში კიმპემბეს მიწვევა უნდა. მასში იგი ანტონიო რუდიგერის შემცვლელს ხედავს - თავის მხრივ, დიდი ალბათობით, გერმანელი მცველი ზაფხულში "არისტოკრატთა" რიგებს დატოვებს.

კიმპემბეს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "პარი სენ ჟერმენთან" 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ფრანგმა უკანახაზელმა პარიზელთა მაისურით 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.