ავტორიზაცია

დორტმუნდი ჰოლანდის შემცვლელს უკვე ეძებს — სამიზნეთა სიაში ორი თავდამსხმელია

დორტმუნდი ჰოლანდის შემცვლელს უკვე ეძებს — სამიზნეთა სიაში ორი თავდამსხმელია
თარიღი 23 Dec 2021, 19:48

"დორტმუნდი" ეძებს ფორვარდებს, რომელთა დამატებაც ზაფხულში ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად შესაძლებელი იქნება.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი იტყობინება, ბორუსიელები "აიაქსის" საუკეთესო ბომბარდირ სებასტიან ალერითა და "ლევერკუზენის" გამორჩეულ მეგოლე პატრიკ შიკით ინტერესდებიან.

არსებული ინფორმაციით, 27 წლის ალერის ტრანსფერი "დორტმუნდს" 40 მილიონი ევრო დაუჯდება და Transfermarkt-ის ვერსიით, 25 წლის შიკიც ეს თანხა ღირს.

მიმდინარე სეზონში კოტდ'ივუარელმა ფორვარდმა "აიაქსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.

ჩეხმა ფორვარდმა კი "ლევერკუზენის" რიგებში 2021/22 წლების სეზონში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 16 ბურთი შეაგდო და 3 ასისტიც გააკეთა.