ავტორიზაცია

მალდინი 2021 წლის მილანზე: "სასურველი შედეგების მიღწევა იმაზე ადრე დავიწყეთ, ვიდრე ველოდით"

მალდინი 2021 წლის მილანზე: "სასურველი შედეგების მიღწევა იმაზე ადრე დავიწყეთ, ვიდრე ველოდით"
თარიღი 23 დეკ 2021, 19:58

"მილანის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ამჟამად კი ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ "როსონერისთვის" განვლილი 2021 წელი შეაფასა.

"არანაირი გარანტია არ ყოფილა იმისა, რომ ჩვენი პროექტი წარმატებას მიაღწევდა, ჩვენი იდეების წამოწევას ვცდილობდით".

"იმდენად დიდებული ისტორია გვაქვს, გულშემატკივრები ყოველთვის ბევრს ელიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც ბერლუსკონის დროს მოხდა, ახლა სტრატეგია განსხვავებულია და ეს კურსის იძულებითი ცვლილებაა".

"ფეხბურთის ლიდერთა შორის დაბრუნებას ცოტა დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ასე ვთქვათ: საჭირო შედეგების დაფიქსირება იმაზე ადრე დავიწყეთ, ვიდრე ველოდით".

"მილანს" ისეთი დიდებული წარსული აქვს, რომ დღევანდელი სიტუაციის ადრინდელთან შედარება არ მომწონს. მაგრამ ბოლო 20 წლის მანძილზე კლუბმა იტალიის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ასე რომ წარმატებას ყოველთვის ვერ ვაღწევდით, მაშინაც კი, როცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გვყავდა", - თქვა მალდინიმ Sky Sport Italia-სთან საუბრისას.