ასეთი რამ უკვე ათეული წელია არ მომხდარა — ლეო მესიმ პსჟ-ში თავისი ანტირეკორდი გაიმეორა
მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "ლორიანთან" (1:1) სტუმრად გამართულ მატჩში ფრედ ითამაშა.
პარიზელთა თავდამსხმელს, ლიონელ მესის აღნიშნულ შეხვედრაში შედეგიანობით თავი არ გამოუჩენია.
34 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს მაისურით მე-8 გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და ყველა შემთხვევაში მოედანი უგოლოდ დატოვა.
ასე და ამგვარად, ლეომ კარიერაში თავისი ყველაზე ცუდი სერია გაიმეორა - 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის მარტის ჩათვლით მესიმ "ბარსელონას" რიგებში ზედიზედ 8 გასვლით მატჩში ვერ გაიტანა.
საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა სუპერვარსკვლავმა 16 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.