დესტს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, ბარსელონამ ფასი დაასახელა
კატალონიის "ბარსელონას" ამერიკელმა მარჯვენა მცველმა, სერჟინიო დესტმა შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელი ფეხბურთელით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდება, დაიწერა ამსტერდამის "აიაქსზეც".
ახლა კი, როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, დესტს თვალი ლონდონის "არსენალმაც" დაადგა.
არსებული ცნობით, "ბლაუგრანას" 21 წლის უკანახაზელის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს მიღება სურს.
მიმდინარე სეზონში დესტმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.