ავტორიზაცია

კავანისთვის ბრძოლაში ბარსელონას კონკურენტი გამოუჩნდა — ურუგვაელმა არჩევანი უკვე გააკეთა

კავანისთვის ბრძოლაში ბარსელონას კონკურენტი გამოუჩნდა — ურუგვაელმა არჩევანი უკვე გააკეთა
თარიღი 23 დეკ 2021, 22:22

"მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი თავდამსხმელით, ედინსონ კავანით ლა ლიგის კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა.

ასე და ამგვარად, საუბარია "სევილიაზე". ანდალუსიელთა წარმომადგენლები 34 წლის ფორვარდის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

მიუხედავად ამისა, თავად კავანის კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლა უნდა, რომელსაც პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა.

მოგეხსენებათ, გამოცდილ ფეხბურთელს "ეშმაკუნებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

2021/22 წლების სეზონში ედინსონმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" 2020 წლის ოქტომბრიდან ირიცხება, ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.