ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტები დაასახელა
"ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის მიიჩნევს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტად.
"ფავორიტებად "ლივერპულს", "მანჩესტერ სიტის", "პსჟ"-ს, "რეალს", "ჩელსისა" და "ბაიერნს" დავასახელებ", - ციტირებს 33 წლის სუპერვარსკვლავის სიტყვებს Bayern & Germany.
"ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვისურვებდი გოლის გატანას. აგრეთვე, მსურს მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფის რომელიმე სტადიაზე პოლონეთის ნაკრების მაისურით გადამწყვეტი ბურთის გატანა მსურს. ეს არის ჩემი ოცნება", - დასძინა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალში "რეკორდმაისტერი" "ზალცბურგს" დაუპირისპირდება.
ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 16 თებერვალს, ავსტრიაში გაიმართება, ხოლო საპასუხო 8 მარტს, მიუნხენში.