ავტორიზაცია

ბარსელონას დესტის გაშვების ერთადერთი ვარიანტი აქვს

ბარსელონას დესტის გაშვების ერთადერთი ვარიანტი აქვს
თარიღი 24 დეკ 2021, 10:26

"ბარსელონამ" ჯერ ვერ იპოვა გუნდი, რომელიც ზამთარში მცველ სერჯინიო დესტს შეიძენს. Diario Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის თქმით, კატალონიელებმა მიიღეს შემოთავაზებები, რომელიც მხოლოდ იჯარასთანაა დაკავშირებული.

მაგალითად, Bild-ის ჟურნალისტი, ტობი ალტშაფლი ირწმუნება, რომ "ბაიერნმა" "ბარსელონას" თხოვნა გაუგზავნა დაახლოებით 6 კვირის წინ, რათა გაერკვია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ესპანურმა გუნდმა.

ზამთარში დესტის იჯარით გაშვება თუ ზაფხულში გაყიდვა, მაგრამ ამას მოლაპარაკებები ამ დროისთვის არ მოჰყოლია. "ბლაუგრანა" ამჯობინებს ამერიკელის შენარჩუნებას სეზონის ბოლომდე.

ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იანვარში მის სანაცვლოდ გადახდის მსურველ პარტნიორს ვერ იპოვის. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა.

დეტალებიც ცნობილია — დემბელე მომდევნო კვირაში ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს