კითხვა, რომელიც გაუჩნდა ყველას - საიდან აქვს კრიზისში მყოფ ბარსელონას 65 მილიონი ტორესის ტრანსფერისთვის?
"ბარსელონა" "სიტის" გარემარბის, ფერან ტორესის ტრანსფერს ხურავს. მხარეთა სრული შეთანხმების შესახებ ავტორიტეტული ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იუწყება.
"ბარსა" 21 წლის ესპანელში 55 მილიონ ევროს გადაიხდის და შესაძლოა ბონუსად კიდევ ათი მილიონიც გადაიხადოს. ტორესის კონტრაქტი კატალონიელებთან ხუთწლიანი იქნება.
ისმის კითხვა - საიდან აქვს კრიზისში მყოფ "ბარსელონას" 65 მილიონი ევრო ესპანელი გარემარბის სანაცვლოდ? გამოსავალი იპოვა კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა, მატეო ალემანიმ.
"სიტისთან" მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, ალემანიმ "ბლაუგრანასთვის" მეგა-კარგი გარიგება დადო - კლუბი იხდის ფერანის ფულს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
მხოლოდ ზაფხულის დასაწყისში იქნება გამოგზავნილი თანხის პირველი ნაწილი. გუნდის პრაქტიკულად ნახევარი ტრანსფერზეა დაყენებული, მათ შორის არც ფრენკი დე იონგია ხელშეუხებელი.
კოუტინიოსა და უმტიტის სტანდარტული 100%-იანი გაყიდვების გარდა, ახლა დაემატა ლუკ დე იონგისა და 18 წლის იუსუფ დემირის მოსალოდნელი გაშვებაც, ასევე სერჟინიო დესტისაც.
ლაპორტა ასევე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სპონსორებთან. "ბარსამ" ახლახან დაიწყო მოლაპარაკებები ლუქსემბურგში დაფუძნებულ CVC ფონდთან შეთანხმების გასაფორმებლად.
შეგახსენებთ: CVC-სთან გარიგებას ლა ლიგის ხელმძღვანელი ხავიერ ტებასი სუპერლიგის პასუხად წარადგენს. როგორც ვხედავთ, კატალონიელები მთელი ძალებით ცდილობენ კრიზისიდან ამოსვლას.