ავტორიზაცია

არტეტა: "ობამეიანგისთვის დიქტატორი არ ვარ, უბრალოდ პატივისცემას ვითხოვ"

არტეტა: "ობამეიანგისთვის დიქტატორი არ ვარ, უბრალოდ პატივისცემას ვითხოვ"
თარიღი 24 Dec 2021, 13:18

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გარშემო არსებული უსიამოვნო სიტუაციის შესახებ.

"მე არ ვცდილობ ჩემი ძალაუფლების დამტკიცებას დიქტატორული რეჟიმით. მე მხოლოდ პატივისცემას და ერთგულებას ვითხოვ. სულ ეს მინდა. თუ ამას ამ დონეზე არ მოითხოვ, მაშინ შეგიძლია ჩაალაგო ნივთები და წახვიდე", - ციტირებს Arteta Evening Standard.

32 წლის ობამეიანგმა ლონდონურ გუნდში კაპიტნის სამკლაური დაკარგა, თუმცა კლუბის დატოვებას არ განიხილავს. "არსენალის" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას ობამეიანგის კოუტინიოში გაცვლა სურს.

ობამეიანგმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ფორვარდს კონტრაქტი მიმდინარე კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.