"შეიძლება კარიერა უკვე დამესრულებინა კიდეც", - ბუფონმა დაასახელა ორი ქვეყანა, სადაც თამაში სურს
„პარმას“ მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ ჩემპიონთა ლიგა ჯერ არასდროს მოუგია.
ჯიჯი სამჯერ გავიდა ფინალში, თუმცა სამივეჯერ დამარცხდა, ერთხელ „მილანთან“, ერთხელ „რეალთან“ და ერთხელაც „ბარსელონასთან“.
„ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგა არასდროს მომიგია, ჩემში კონკურენტუნარიანი სულისკვეთება ნარჩუნდება. ფორმაში ვრჩები და საკუთარ პროფესიას პატივს ვცემ ამის გამო.
შეიძლება, ჩემპიონთა ლიგა მოგებული რომ მქონდეს, კარიერას უკვე დავასრულებდი კიდეც, იმიტომ რომ არ იქნებოდა მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც ვერ მივაღწიე.
ჩემი მომავალი? მექსიკაში ან შეერთებულ შტატებში თამაშს ვისურვებდი.“ - აღნიშნა ბუფონმა.