"მანჩესტერში რონალდუმ ადგილი წაართვა", - ბერბატოვმა კავანის ბარსელონაში გადასვლა ურჩია
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა მანიკუნიანელთა თავდასხმის ხაზის შესახებ ისაუბრა.
"მიუხედავად კარგი წინა სეზონისა, კავანი ბევრს არ თამაშობს. როცა კლუბში რონალდუსნაირი ფეხბურთელი მოდის, ყურადღების ცენტრში ექცევა, ყველა მატჩში იღებს მონაწილეობას".
"არასამართლიანი სიტუაციაა, რადგან კავანი გასულ სეზონში კარგად ასპარეზობდა, ახალი კონტრაქტი დაიმსახურა, მაგრამ გუნდში მისი ადგილი რონალდუმ დაიკავა. უსამართლობაა, მაგრამ ფეხბურთში ასე ხდება".
"თუ კავანის კლუბის დატოვების შანსი აქვს, თუ მაგიდაზე "ბარსელონას" წინადადება უდევს, მაშინ, რა თქმა უნდა, მის მიღებაზე დათანხმდება, რათა ფეხბურთი უფრო ხშირად ითამაშოს. თუ ლა ლიგაში მეტი სათამაშო დრო ექნება, მხარს დავუჭერ და ვეტყვი: "წადი იქ და ითამაშე, მშვენიერი შემოთავაზებაა, დიდი ფულია, თანაც აღარ ხარ 24 წლის".
"ბარსელონას" თავდამსხმელი სჭირდება და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სურს ხავის თავისი გუნდისგან და როგორ ითამაშებს, თუმცა შეტევაში სიძლიერე აკლიათ".
"მესმის, იქ გადასვლის შემთხვევაში, კავანი ყველა მატჩში არ ითამაშებს, მაგრამ შემადგენლობისთვის სოლიდური დანამატი იქნება და გოლებს გაიტანს, რადგან სადაც არ უნდა წავიდეს, ამას აკეთებს".
"ვიმედოვნებ, კავანის "ბარსელონაზე" სრულ ინფორმაციას მიაწვდიან, იმაზე, თუ როგორ ვარჯიშობენ, როგორ ემზადებიან მატჩებისთვის და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას".
"რაც არ უნდა იყოს, "ბარსა" "ბარსაა" და როცა წინადადებით მოგმართავს, უარის თქმა რთულია. კავანისთვის, რომელიც "იუნაიტედში" არ თამაშობს, ეს მარტივი გადაწყვეტილებაა", - ციტირებს ბერბატოვის სიტყვებს Talksport-ი.