ავტორიზაცია

ერთ-ერთი ზიეჩია — მიზეზი, რის გამოც მაროკოს მწვრთნელს აფრიკის თასზე ორი გამორჩეული ფეხბურთელი არ მიჰყავს

ერთ-ერთი ზიეჩია — მიზეზი, რის გამოც მაროკოს მწვრთნელს აფრიკის თასზე ორი გამორჩეული ფეხბურთელი არ მიჰყავს
თარიღი 24 დეკ 2021, 20:59

მაროკოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც აფრიკის ერთა თასზე მიიღებენ მონაწილეობას.

ასე და ამგვარად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა განაცხადს მიღმა "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველი, ჰაკიმ ზიეჩი დატოვა. აგრეთვე, შემადგენლობაში ვერ მოხვდა "აიაქსის" მცველი, ნუსაირ მაზრაუიც.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, ორივე ზემოთნახსენებ ფეხბურთელს ჰალილჰოჯიჩთან ტრავმებთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა:

მათი მტკიცებით, ბოლო მატჩებში ეროვნული გუნდის დახმარებას დაზიანების გამო ვერ ახერხებდნენ, მწვრთნელი კი თვლიდა, რომ ისინი ცრუობდნენ.

ამის გამო, ზიეჩმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელი 6 შეხვედრა გამოტოვა, მაზრაუის კი ეროვნულ ნაკრებში გასული წლის 13 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.