ავტორიზაცია

"კილიან მბაპე თუ ლეო მესი?", - ანდერ ერერამ პსჟ-ს სუპერვარსკვლავების შესახებ ისაუბრა

"კილიან მბაპე თუ ლეო მესი?", - ანდერ ერერამ პსჟ-ს სუპერვარსკვლავების შესახებ ისაუბრა
თარიღი 24 დეკ 2021, 23:47

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ თანაგუნდელების, ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"მბაპე თუ მესი? კილიანი მრავალი წლის მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ლეო ნომერ პირველია".

"ეს მოსაზრება არანაირ ეჭვს არ იწვევს. მბაპე ძალიან დიდ პატივს სცემს ლეოს და სურს მისგან ისწავლოს".

"კარგი ფეხბურთელები ერთმანეთს ყოველთვის უგებენ. ეს ბუნებრივია. მოედანზე ისინი ერთ ენაზე საუბრობენ", - ციტირებს ერერას სიტყვებს El Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზულ კლუბს გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.