"ლეოს საუკეთესო ვერსია უკვე ვიხილეთ", - ერერამ პსჟ-ში მესის გამორჩეული მატჩი დაასახელა
!["ლეოს საუკეთესო ვერსია უკვე ვიხილეთ", - ერერამ პსჟ-ში მესის გამორჩეული მატჩი დაასახელა](http://storage.goal.ge/uploads/posts/7gXgnz1AeGIz8RdtDR2PKcbT5L6AAwy4.jpg)
"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ პარიზელთა თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
– მესის საუკეთესო თამაში – ეს ფიზიკური კონდიციებისა და თანაგუნდელებთან შეთამაშების საკითხია?
"ლეოს საუკეთესო ვერსია უკვე ვიხილეთ - "მანჩესტერ სიტისთან" (ჩემპიონთა ლიგაზე) გამართულ საშინაო მატჩში".
"ვფიქრობ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაცაა - მის გარშემო მყოფების. ყველა პირობა უნდა შევქმნათ, რათა მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ".
"როგორც წესი, ჩვენ, დედამიწელთა უმრავლესობას, ახალ პირობებთან ადაპტაცია გვიწევს. ახლა ყველაფერი პირიქითაა, რადგან ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ", - ციტირებს ერერას სიტყვებს Mundo Deportivo.
28 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პსჟ"-მ "მანჩესტერ სიტი" (2:0) დაამარცხა. იმ შეხვედრაში არგენტინელმა გოლის გატანა მოახერხა, რომელიც საბოლოო ჯამში ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლად დასახელდა.