ავტორიზაცია

ვიეირა: "აფრიკის თასიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ევროპის ჩემპიონატი"

ვიეირა: "აფრიკის თასიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ევროპის ჩემპიონატი"
თარიღი 25 დეკ 2021, 00:49

"კრისტალ პალასის" მთავარმა მწვრთნელმა, პატრიკ ვიეირამ მოახლოებული აფრიკის ერთა თასის შესახებ ისაუბრა.

"პატივს ვცემ და მესმის ფეხბურთელთა ვნება და ის, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის წარმოადგინონ თავიანთი ქვეყანა. ამიტომაც, ფეხბურთელებს აფრიკის თასზე წასვლაში ხელს არასოდეს შევუშლი".

"ვფიქრობ, ამ ტურნირს დიდი პატივისცემით უდნა მოვეპყრათ, რადგან ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ევროპის ჩემპიონატი".

"მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ბიჭებო (მიმართავს ჟურნალისტებს) ცოტა უფრო აქტიურად გააშუქოთ ამ ტურნირის მოვლენები, წახვიდეთ აფრიკაში და სხვადასხვა ადამიანთან ინტერვიუ ჩაწეროთ. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება იმის გაგება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა ეს თითოეული მათგანისთვის".

"თუ სენეგალზე ვისაუბრებთ, არა მგონია, რომ ხალხმა გაიგოს, თუ სადიო მანე ან შეიხუ კუიატე თავიანთი ქვეყნისთვის თამაშზე უარს იტყვიან. თუ ამ ტურნირს უფრო მეტი გაშუქება ექნება, ვფიქრობ, ხალხი უკეთესად გაიგებს, რამდენად მნიშვნელოვანია აფრიკის კონტინენტისთვის", - აღნიშნა ვიეირამ BBC-სთან ინტერვიუში.