ავტორიზაცია

კანის მოკლე კომენტარი — ბაიერნის ლეგენდა ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

კანის მოკლე კომენტარი — ბაიერნის ლეგენდა ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
თარიღი 25 Dec 2021, 01:24

"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, აქამდე დაიწერა, რომ მიუნხენურ გრანდს "დორტმუნდის" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდება უნდა.

"რობერტ ლევანდოვსკი გვყავს. ისიც გაიტანს კიდევ რამდენიმე წელიწადი სეზონში 30-40 გოლს", - განუცხადა კანმა Suddeutsche Zeitung-ს.

მიმდინარე სეზონში 33 წლის პოლონელმა ყველა ტურნირზე ერთად "რეკორდმაისტერის" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

რაც შეეხება 21 წლის ნორვეგიელს, ჰოლანდმა 2021/22 წლების სეზონში "დორტმუნდის" ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო და 5 ასისტიც მიითვალა.