ანდერ ერერა: "მესი ერთნაირად ითამაშებს საფრანგეთშიც, ესპანეთშიც, იაპონიაშიც და მადაგასკარშიც"
"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ პარიზელთა რიგებში თავდამსხმელ ლიონელ მესის ადაპტაციის პროცესის შესახებ ისაუბრა.
– ასეთი რთულია ახალ პირობებთან შეგუება?
"მესის მსგავსი ფეხბურთელების შემთხვევაში, მათი დონე აკლიმატიზაციისთვის საჭირო დროს ამცირებს. ერთნაირად ითამაშებს საფრანგეთშიც, ესპანეთშიც, იაპონიაშიც და მადაგასკარშიც. მისი სტილი ბურთთან მუშაობაზე, თამაშის გაგებაზე, მეტოქეში დისბალანსის ძიებაზეა დამყარებული".
"მინდა გამოვეხმაურო მითს იმის შესახებ, რომ ჩემპიონატებს შორის უდიდესი სხვაობა არსებობს. კარგი ფეხბურთელები ყველგან კარგად თამაშობენ", - ციტირებს ერერას სიტყვებს Mundo Deportivo.
მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე ერთად "პარი სენ ჟერმენის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 ასისტიც მიითვალა.